ვანიშვილი ცხინვალმა შეიფარა, მის ცოლს ქართულ მხარეს გადასცემენ - როგორ დასრულდა "მოქალაქეობის" თხოვნა

გამოქვეყნდა:

ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილს, მალხაზ ვანიშვილს დე ფაქტო ცხინვალი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მოქალაქეობას მისცემს, მის ცოლს კი დღესვე, ქართულ მხარეს გადასცემს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა მას ემდეგ, რაც ვანიშვილი ცხრა თვის ორსულ ცოლთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და დე ფაქტო ცხინვალს ე.წ. მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. 

დათა ვანიშვილი ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე ცხოვრობს და მის ეზოში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს. ისინი ვანიშვილს ცხინვალის მოქალაქობის მიღებას წლების განმავლობაში ამაოდ აიძულებდნენ, რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამის მიუხედავად, დათა ვანიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს და დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმს არ აღიარებს, რის გამოც იგი არამარტო საქართველოშია ცნობილი.

მოხუცი დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული სამყაროს იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან გასულან. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტარი პაოლო ბერგამასკი, ბოსტვანის საგარეო საქმეთა მინისტრი უნითი დოუ და სხვები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი