ზურა ჯაფარიძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს დღეს, 17 დეკემბერს განცხადებით ოფიციალურად მიმართა. 

ის საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

"მოსული ვარ, რომ განცხადება შევიტანო მანდატზე უარის თქმის თაობაზე, მაგისთვის მოვედი. კობახიძის განცხადებას რაც შეეხება, ჩვეულებრივი ზეწოლის მცდელობაა ოპოზიციურ პარტიებზე, რომ რამენაირად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ან მთლიანად პარტიები შეიყვანონ პარლამენტში", - თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

მისი აზრით, "ქართული ოცნების" ეს სტრატეგია არ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს "გირჩის მოერე ნაწილს": იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილს. ჯაფარიძემ გადაცემა "დღის სტუმარის" ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რამდენადაც იცის პარლამენტში შესვლას ისინიც არ აპირებენ, თუმცა მათგან განსხვავებით თვეობით გაწელილი მოლაპარაკებების შედეგის ლოდინს თავად არ აპრიებს. 

"რადგან გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება და მე ვაპირებ, რომ ის აღვასრულო ახლა", - თქვა ჯაფარიძემ. 

საკანონმდებლო ორგანოს იგივე მოთხოვნუთ უკვე მიმართა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლეიბორისტებმა", "რესპუბლიკურმა პარტიამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი