კლინიკაში დაჭრილ დაცვის წევრს ოპერაცია უტარდება - შემთხვევა "ვივა მედში"

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედის" კოვიდმიმღებ კლინიკაში დაცვის წევრზე თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრილ დაცვის წევრს ამ დროისთვის სასწრაფო ოპერაცია უტარდება, ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ცნობილია, რომ შსს-მ უკვე დააკავა რამდენიმე პირი, რომელიც მონაწილეობდა ხელჩართულ; ჩხუბში, რასაც დაცვის წევრის დაჭრა მოჰყვა. ასევე, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც მჭრელი საგნით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა კლინიკის დაცვის წარმომადგენელს. 

წინასწარი ინფორმაციით, შელაპარაკება დაცვასა და კლინიკაში გარდაცვლილი მამკაცის ნათესავებს შორის დაიწყო. გარდაცვლილთა აზხლობლები შენობაში შესვლას და ექიმებთან შეხვედრას აპირებდნენ, რადგან მათთან პრეტენზია ჰქონდათ, დაცვამ კი მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც ჩხუვბი დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი