ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ „რემდესივირი“ ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. მისივე თქმით, პრეპარატი არ სჭირდება ყველა ავადმყოფს, მათ შორის არც მათ, ვინც ბინაზე, ან კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ცერცვაძე განმარტავს, ვის უმკურნალებენ "რემდესივირით":
„რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”- ამბობს ცერცვაძე.
რემდესივირი უკვე საქართველოშია - ამის შესახებ განცხადება დღეს ჯანდაცვის მინსტრმა გააკეთა