პრეპარატი რემდესევირი უკვე საქართველოშია - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატი რემდესევირი საქართველოში უკვე ჩამოიტანეს. ამ თემაზე მან განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში  არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით" - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი