თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ ფეისბუქიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ღვანკითის სპორტული მოედნის გასახდელი დაათვალიერა წაშალა.
მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება არც ფოტოები და აღარც პოსტი მერის აქტივობის შესახებ, თუმცა, არსებობს ე.წ სქრინი.
გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფორმაციას სოციალურ ქსელში კრიტიკა და დამცინავი კომენტარები მოჰყვა.