დიქტატურა კანონის სახელით - კობახიძის კანონპროექტი ოპოზიციის წინააღმდეგ 

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის სრულად გაქრობას აპირებს. ოპონენტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ოცნების მთავარი სპიკერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს და ამისთვის კანონპროექტებიც მზად აქვს. 

პარტიები, ვინც ბოიკოტს აცხადებენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ, ოცნება დაფინანსებას გაუუქმებს. ასევე კანონში ცვლილებებით დაგეგმა ოლიგარქის პარტიამ მთავარი ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის გაუქმება და რეგისტრაციიდან მოხსნა. 

დაანონსებული მუქარის აღსრულება ოცნებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ვინც ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი ბარიერი გადალახეს, ერთმანეთის მიყოლებით სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნაზე  - განცხადებებით პარლამენტს მიმართეს.

ოცნების ღია შანტაჟის მიუხედავად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იყო დღეს პირველი ვინც პარლამენტში მივიდა და ოფიციალური განაცხადი ჩააბარა რომ სადეპუტატო მანდატზე უარს ამბობს. გაყოფილი გირჩის მეორე ნაწილი კი იმის მოლოდინშია, როდის გააუქმებს უფლებამოსილებას ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი სხვა ოპოზიციური პარტიებს. 

განაცხადს მანდატის დატოვებაზე და სიის განულებაზე არ წერს ალეკო ელისაშვილის პარტიაც. ელისაშვილის "მოქალაქეები" ჯერ მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. 

პოზიცია არ შეუცვლია პატრიოტთა ალიანსს. მისი არცერთი წევრი პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივად რამდენიმე დღეში გააფორმებენ. 

პირველი ლეიბორისტი ოპოზიციას ურჩევს, ოცნებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს. ოპოზიციის იმ ნაწილს კი ვინც ფორმალურად ბარიერი გადალახა, შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს სახალხო პარლამენტის ჩამოყალიბებაზე იფიქროს. 

რეპრესიების პირველი ეტაპის პრაქტიკაში გატარება ოცნებამ უკვე დაიწყო. მათ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტეს და ეს პარტიას ცესკო თავმჯდომარე თამარ ჟვანიას წერილით შეატყობინეს. 

რეპრესიულ კანონპროექტზე მსჯელობას ივანიშვილის გუნდი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი