დაანონსებული რეპრესიების პარალელურად, "ოცნებას" ევროპიდან აფრთხილებენ

გამოქვეყნდა:

თუკი ოცნება დაანონსებულ რეპრესიებს კანოპრეტის სახე მისცემს, მაშინ ივანიშვილის ხელისუფლება  დასავლეთისთვის ლუკაშენკოს რეჟიმს დაემსგავსება, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირმა სანქციები დააწესა. 

გახდება თუ არა საქართველო ევროპული სანქციების სამიზნე ოცნების მმართველობისას - ევროპა ჯერ არ ჩქარობს, თუმცა, ანადრიუს კუბილიუსი ღიად ამბობს, რომ თუკი ოფიციალური თბილისი დემოკრატიისგან უკუსვლას აჩვენებს, მაშინ ევროკავშირი ქვეყნის მიმართ დახმარების პროგრამებს შეამცირებს. 

"რეგისტრაციის გაუქმების საკითხი, ქართული ოცნების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იქნება. თქვენ ვერ იპოვით ევროკავშირის წევრ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ამასთან რაიმე ოდნავ მიმსგავსებული მაინც მომხდარა ოდესმე. ამიტომ, პირველ რიგში, ამით ქართული ოცნება აჩვენებს, რომ ის არ იქცევა, როგორც ევროპული მთავრობა. სამაგიეროდ, საკმაოდ ბევრი მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ პუტინის რუსეთში ან ლუკაშენკოს ბელარუსში, რადგან პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმება და მსგავსი საქციელი სწორედ მათი სტილია - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

არადა დღეს ირაკლი კობახიძე, რომელიც ოპოზიციაზე შანტაჟისა და მუქარისთვის ერთპარტიულ პარლამენტში შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს, ამტკიცებდა, რომ მისი ინიციატივა ყველამ იცის ფასილიტატორი ელჩების ჩათვლით.  

რეპრესიების პაკეტის ინიციატორს სინამდვილეში კი მოკავშირეები: ანდრიუს კუბილიუსი, რასა ჯუკნევიჩიანე და სხვები სერბულ მოდელს სთავაზობენ, რომელიც არჩევნების 2022 წელს ჩატარებას გულისხმობს. 

ოცნების ინიციატივას თავად ფასილიტატორი ელჩები არ გამოხმაურებიან. თუმცა, როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების ახალ ტალღაში მოხვდეს, ერთპარტიული პარლამენტით და ავტოკრატიული გადაწყვეტილებებით დასავლურ კლუბებში ვერ მოხვდება. 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი