ჯანდაცვის მინისტრი აღარ მალავს რომ ქართული ოცნების გუნდში მას მწვავედ უპირისპირდებიან. ჯგუფს რომელიც მას თანამდებობიდან გაშვებით დაემუქრა, სამედიცინო სფეროში ბიზნეს ინტერესები აქვს. ეკა ტიკარაძე ჯერ მხოლოდ აანონსებს რომ ღიად ილაპარაკებს მიზეზებზე, რატომ აკრიტიკებენ მის საქმიანობას. გუშინ მინისტრმა პირველად დაადასტურა რომ მას გუნდში ერთი მიზეზის გამო ვერ იტანენ, ტიკარაძემ წითელი ხაზები გადაკვეთა კორუფციული ინტერესების წინააღმდეგ.
ეკა ტიკარაძეს დღეს საკუთარი განცხადების დაზუსტება მოუწია, მინისტრი დაპირისპირებას არც დღეს უარყოფს, თუმცა ამბობს რომ მას კონფლიქტი მინისტრთა კაბინეტში კი არა, ქართული ოცნების შიგნით აქვს.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს რომ კონკრეტული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს სურთ წარმოაჩინონ რომ ქვეყანას ცუდი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს.
კლანური დაპირისპირების ეს მხოლოდ დასაწყისია, მინისტრთა კაბინეტის საბოლოო შემადგენლობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ორ ჯგუფს შორის რომელი მხარე გაიმარჯვებს ეს მას შემდეგ გაირკვევა თუკი ივანიშვილის რჩეული მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს. დღეს თავად ეკატერინე ტიკარაძემ თქვა რომ მისთვის პრემიერ გახარიას სურვილები მისთვის ნაკლებად საინტერესოა. მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი გადაწყვეტილებას ელოდება.
ვინ ებრძვის ეკა ტიკარაძეს? ჯგუფი რომელიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენს წლებია ჯანდაცვის ბიზნეს სექტორში საქმიანობს.
ომი ორ ჯგუფს შორის კი მას მერე დაიწყო, როდესაც ტიკარაძემ საკუთარი გადაწყვეტილებით მათ სარფიან ინტერესებს საფრთხე შეექმნა. დახურულ შეხვედრაზე მინისტრს სწორედ ამის შემდეგ დაემუქრნენ რომ მას გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდებოდა, ეს ფასი კი მისი თანამდებობა იქნებოდა.
ეკა ტიკარაძის პირველი აღიარება ჯერ მხოლოდ ერთი ნაწილია დიდი დაპირისპირების, თუკი სტომატოლოგი მინისტრისთვის გახარიას ახალ მინისტრთა კაბინეტში ადგილი აღარ აღმოჩნდება, გამოდის რომ ამით მხოლოდ მას არ დაუპირისპირდებიან, ეს კიდევ ერთი აღიარება იქნება, რომ ქართულ ოცნებაში საკუთარი ბიზნესის ლობირება მთავარი ღირებულებაა.