თბილისის მერი, კახა კალაძე, ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე "კომენდანტის საათის" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე გადაწევა განიხილება.
24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ "საკომენდატო საათი" გადაიწიოს, მაგალითად, ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე", - ამბობს კახა კალაძე.
მისივე თქმით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 კონცერტი ჩატარდება - 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს კოვიდპანდემიის პირობებში ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს და ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს, სერიოზული ზიანი მიაყენა", - თქვა მერმა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათების ღონისძიებაზე.
თბილისში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებამ დღეს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეების გარეშე ჩაიარა. კახა კალაძემ ღონისძიება კორონავირუსისთვის ომის გამოცხადებით დაიწყო.