
ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ნაცვლად თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას, ასევე "ქართულ ოცნებაში'' დაგეგმილი ყრილობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციზე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაზე ამბობს, რომ ყრილობასა და შესაძლო ცვლილებაზე პარტიის გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი, პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გადაწყვეტს. როცა იქნება ცხადი ყველაფერი, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც", - ამბობს კახა კალაძე
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება, თავად ბიძინა ივანიშვილი კი, მორიგ ჯერზე მიდის პოლიტიკიდან.
ასევე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც.