მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის მოლოდინში ოპოზიცია დღეს კონსულტაციებისთვის შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

მოლაპრაკების მე-5 რაუნდის მოლოდინში ოპოზიცია დღეს, 17 დეკემბერს კონსულტაციებისთვის შეიკრიბება. გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაოუნდი, უკვე ერთ კვირაზე მეტია ეს კითხვა პასუხგაუცემელია, არც ის არის ცნობილი რატომ ჭიანურდება შეხვედრა. ხელისუფელბის ოპონენტების ვარაუდით მიზეზი "ქართული ოცნებაა'', რომელიც დათმობაზე  არ მიდის. პარალელურად ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ ფასილიტატორი ელჩები უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებთან.

"მოლაპარაკებებზე ჩვენ უარი არასდროს არ გვითქვამს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც პირველი მსგავსი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ რაც იყო ფაქტობრივად დაანონსება პოლიტიკური რეპრესიების ოპოზიციის წინააღმდგე, დღესაც მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ იმ განწყობის ფონზე რაც ივანიშვილის გუნდშია ვერ ვხედავთ რეალური წარმატების შესაძლებლობას", - თქვა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

მეხუთე რაუნდამდე კი, ბარიერ გადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა, პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''. სიის ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს პარტია "მოქალაქეები''. ისინი მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან. გირჩებიდან კი განცხადება ჯერ მხოლოდ ზურა ჯაფარიძემ დაწერა. დანარჩენები ამის გაკეთებას არ ჩქარობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი