ეს არის ავტორიტარიზი და პუტინისტური გავლენა - ოპოზიცია კობახიძის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

თუ მმართველი გუნდი მიიღებს კანონპროექტებს პოლიტიკური პარტიებისთვს დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, ოპოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

ოპოზიციის ლიდერები ავტორიტარიზმად და პუტინისტურ გავლენად აღიქვამენ ირაკლი კობახიძის მუქარას კანონპროექტების ინიცირების შესახებ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბიძინა ივანიშვილის სპიკერს ამ შანტაჟით არაფერი გამოუვა და ოპოზიცია ისევ გააგრძელებს ბრძოლას ახალ არჩევნებამდე.

"პირდაპირი განაცხადია რუსული სცენარის ის, რაც გააკეთა პუტინმა თავის დროზე რუსეთში
ზუსტად იგივე გზას დაადგა ივანიშვილიც. არ სურთ, რომ ქვეყანაში ისმოდეს ოპოზიციური ხმა და განსხვავებული აზრი. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ იმიტომ არ დაგვითმია საპარლამენტო მანდატები, და იმიტომ არ ვთქვით უარი პარლამენტზე, რომ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილის ეს ქვეყანა, ბრძოლა გაგრძელდება მანამდე სანამ არ დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები",
- ამბობს "ენმ"-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის პუტინის რუსეთის გზა, როდესაც ოპონენტს საშუალებას არ აძლევ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი