დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 2 244 ადამინი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 17 1526 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 204 003
  • გამოჯანმრთელებულია - 17 1526
  • გარდაცვლილია - 2002
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 468
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 183
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  6 680

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი