
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან სტატუსშეჩერებული სტუდენტები "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძესთან ერთად შეიკრიბნენ, მათ ჯებირებზე სტიკერების გაკვრა სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ბრალდებების ადრესატი თეა წულუკიანი იყო, რომელიც ამჟამად განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა.
ანა დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან გარე ფასადზე იმ სიის გაკვრა სცადა, სადაც სწვალა შეჩერებული სტუდენტები ხელს აწერენ.
"ეს არის ფურცელი, ეს აქ დამაგრდება დროებით, ამიტომ ვერანაირი იერსახის დამახინჯება ეს ვერ იქნება, დამაჯარიმეთ, მე თქვენ არაკონსტიტუციურ და უკანონო ბრძანებას არ ვემორჩილები. მე მაქვს უფლება, გამოვხატო 75 000 სტუდენტის ნება", - თქვა ანა დოლიძემ.
საბოლოოდ, ანა დოლიძემ სტუდენტებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და განცხადების შეტანა მოახერხა. დოლიძის საკანონმდებლო ინიციატივა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის გადასახადის განახევრებას ითვალისწინებს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.