დღეს, ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებს გამართავს - როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი უცნობია

გამოქვეყნდა:

დღეს ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებს გამართავს და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. ასევე ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის და სად გაიმართება მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, ხელისუფელბის ოპონენტების ვარაუდით მიზეზი "ქართული ოცნებაა'', რომელიც არ მიდის დათმობაზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მეხუთე რაუდნი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. 

"ამ განცხადებების შემდეგ მე არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს მეხუთე რაუნდის მიმართ, თუმცა, აუცილებლად მივალთ სალაპარაკოდ იმიტომ, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები და ბუნებრივია ველოდებით ჩვენც საბოლოო გადაწყვეტილებას "ქართული ოცნებისგან". ეს მეხუთე რაუნდი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, შედგება თუ არ შედგება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის", - ამბობს "ენმ"-ის წევრი,ზაალ უდუმაშვილი 

 ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ "ოცნება" მოლაპარაკებების ჩაშლას ფიქობს, მაშნ პასუხისმგებლობაც ამაზე მან უნდა აიღოს. 

"ამ გზით წასვლა ავტომატურად გულისხმობს, ისინი ამ ეტაპზე მოლაპარაკების ჩაშლას ფიქრობენ, ოღონდ ეს მათი უდნა გააკეთონ და აიღონ პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე ასეთ ნაბიჯზე. ოპოზიცია აპირებს, რომ ამ სამარცხვინო რეჟიმთან გააგრძელოს მოლაპარაკებები, რომ ქვეყანას ააცილოს კიდევ უფრო მეტი შარი. ხელისუფლებისთვის უკვე რამდენიმე კომპრომისი გვაქვს შეთავაზებული, ოღონდ ყველა ეს კომპრომისი არის იმ ქოლგის ქვეშ რასაც ჰქვია ნორმალური არჩევნები ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაში და ადმინისტრაციაში ფუნდამენტური ცვლილებები",  - ამბობს გიგა ბოკერია 

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებაზე არ მოდის და მას სურს შეხვედრის ჩაშლა. 

თეა წულუნკიანი, ამბობს, რომ პარლამენტში, რომელიმე ოპოზიციური პარტიის შესვლა ზეწოლით არ ხდება, მისი თქმით, ეს არის უბრალოდ ახსნა განმარტებითი სამუშაო. 

"არავითარი ხვეწნა მუდარა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე შემობრძანდი პარლამენტშიო არ მიმდინარეობს ზეწოლა ამ მიზნით, მიმდინარეობს უბრალოდ ახსნა განმარტებითი სამუშაო, რომელიც ჯერჯერობით წარუმატებელია იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოზიციური პარტიები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, მათ კიდევ ერთხელ გაიაზრონ თუ რამხელა დარტყმას აყენებენ საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენ გვახსოვს წარსულში დეპუტატი, რომელიც, ბატონ შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, რომელმაც მაშინ, ბევრი წლის წინ, ყალბად განაცხადა არ შევდივარ პარლამენტში, არ დადიოდა პარლამენტში, მაგრამ იღებდა ხელფასს", - ამბობს თეა წულუკიანი  

აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე კი, ბარიერ გადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა, პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''. სიის ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს პარტია "მოქალაქეები''. ისინი მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან. "ორად გაყოფილი გირციდან" კი, განცხადება ჯერ მხოლოდ ზურა ჯაფარიძემ დაწერა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი