8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე PHR-მა სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნდა:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აფრიკის დასახლების ერთერთი მაცხოვრებლის სახლის დემონტაჟის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟი, კვირას, 20 დეკემბერს, არის დაგეგმილი. 

"ეს არის 8 წლის გიგი, რომელიც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს და რომლის სახლის დემონტაჟიც კვირას დილით არის დაგეგმილი. გიგის სიცივეში დარჩენა ემუქრება. გიგის ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები და 79 წლის  ბებია, დევნილები. ეს წუთია #PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევის შეჩერებაზე.   ახლა ჯერი სასამართლოზეა.
* ფოტოს გამოქვეყნებაზე ნებართვა აღებული გვაქვს გიგისგან და მისი მშობლისგან"
- ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი