ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა კიდევ ერთხელ დატოვოს და საკუთარი ადგილი ირაკლი კობახიძეს დაუთქმოს. "ქართული ოცნებაში" ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. რაც შეეხება ახალ მთავრობას, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამას ერთპარტიულ პარლამენტს, დღეს, 17 დეკემებრს 6 საათზე გაუგზავნის. პარლამენტი მას მომავალ კვირას დაამტკიცებს.
"რამდენიმე დღე დარჩა, დაველოდოთ მოდი, წნასწარ არ ვიმსჯელოთ ამაზე უხერხული იქნება ჩემი მხრიდან რომ ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაველოდოთ", - თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" ლიდერებს, ისინი ამბობენ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მათთან კონსულტაცები არ ჰქონია და არ აქვთ ინფორმაცია იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში თუ არა. ერთადერთი, ვისზეც დადასტურებულად ვიცით, რომ იცვლება ისუსტიციის მინისტრია.
"რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიაში გადაწყვეტილებას, თითქოსდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიდის პარტიიდან და ირაკლი კობახიძე ინიშნება თავმჯდომარედ, ან რაღაც ყრილობა მზადდება, მე ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია და რამდენადაც ვიცი, ასეთი საკითხი არ განიხილება", - თქვა დეპუტატმა, კახა კახიშვილმა.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ არანაირი მნიშვენლობა არ აქვს ვინ რა თანამდებობაზე იქნება "ოცნებაში", რადგან მათი თქმით, გადაწყვეტილებებს მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს.
"არაფერი რომ არ იცვლება ქართულ ოცნებაში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რადგან იქ არ არსებობს ლიდერი, რომელიც ჩანაცვლდება მეორე ლიდერით, იქ არსებობს ერთი ბოსი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ ბოსს ყავს დანარჩენი ყველა საკუთრებაში", - თქვა ენმ-ს წევრმა, ნიკა მელიამ.
პარტიის ყრილობა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიმართება.