სესხით აშენებული 17 კვადრატულის დანგრევის მოლოდინში - მერიამ სამგორში დემონტაჟი დააანონსა

გამოქვეყნდა:

მუნიციპალური ინსპექცია აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს ოთხდღიან ვადას აძლევს. უწყება მოუწოდებს თვარჭრელიძის ქუჩის მიდმერე ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები მეპატრონეებს დემონტაჟი მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ინსპექციის სამსახური გააკეთებს.

ერთერთი ოჯახი სესხით აშენებული 17 კვადრატულის დანგრევის მოლოდინშია, ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართის დანგრევის შემთხვევაში მათ წასასვლელი არსად არ აქვთ. 

"წელიწად ნახევრის სესი ავიღე და იმით არის აშენებული. ჩემმა მეზობლება შეაგროვეს ფული და ფანჯრები მაყიდინეს", - ამბობს ბადრი ჯანგირია. 

ადგილობრივების უფლებებს იცავენ ადვოკატები, რომლებაც უკვე მიმართეს საქალაქო სამართლოს 

"პანდემიის დროს, ზამთარში, აბსოლუტურად არაჰუმანურია ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვება, იმაზე დიდი უკანონობა, ვიდრე უკანონოდ სახლის აშენება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ოჯახი, განსაკუთრებით ბავშვი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ მათ ააშენეს ეს სახლი პენსიით და სესხით... ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ შეჩერდეს უკანონოდ ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვება", - ამბობს ანა არგანაშვილი 

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი