იანვარში პერსონალის შენარჩუნებას ვეღარ შევძლებთ - ბიზნეს სექტორი თურნავას ხვდება

გამოქვეყნდა:

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად ეკონომიკის მინსიტრის ნათია თურნავას უკვე ერთ საათზე მეტია ხვდებიან. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ 24 დეკემბრიდან მუშაობის გაგრძელების მოლოდინი აქვთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრის თვეში ისინი ვეღარ შეძლებენ პერსონალის შენარჩუნებას.

"10 მილიონი გვიჯდება ერთი დღეს, შესაბამისად დაგვიანებული ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ ჩვენ იმ შემოსავლების გენერაცია შევძლოთ, საიდანაც გავისტუმრებთ ჩვენ მომწოდებლებს, როგორც ჩვენ საოპერაციო ხარჯებს ასევე პერსონალის დავალიანებასაც. დეკემბერში ჩვენ სამუშაო ადგილს, რომელიც ჩვენზე პირდაპირ არის დამოკიდებული ვინარჩუნებთ, იანვრიდან ამას სამწუხაროდ ვეღარ შევძლებთ", - ამბობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი.

ბიზნესმენების თქმით, ისინი მზად არიან ზედმიწევნით დაიცვან გაცემული რეკომენდაციები და დაიწყონ მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "იქნება კოლაფის, დომინოს პრინციპით დაიხურება ძალიან ბევრი ბიზნესი".

ამავე თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ -  ჩვენი მოწოდებაა, რომ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრები 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების პირობებში დახურულია.

აქვე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი