ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას. ამ თემაზე მან კითხვას WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
"ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რაც დღეს არის მიღწეული არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. აქედან გამომდინარე ჩვენ, პირველ რიგში, გვექნება კერძო სექტორთან კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ყველა იმ მითითების აღსულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებსა და შრომითი უსაფრთხოების სამსახურს ექნება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ რომ მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 244 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.