საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა.
დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს გიორგი გახარია აწერს, მინისტრების შემადგენლობა უცვლელია, გარდა იუსტიციის მინისტრისა. თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა და განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს.