კრიმინალი შემცირდა - შს მინისტრის პარალელური სამყარო

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე დაკლებულია და საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენის შექმნაში მედიას ადანაშაულებს. ვახტანგ გომელაურისთვის ოფიციალური სტატისტიკა სწორია, კრიტიკული მედიის გაშუქებული დანაშაულები კი შეცდომა. 

რამ აიძულა შეიარაღებელი პოლიციელების დაყენება ბანკების ფილიალებში, გომელაურს ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ სურს, თუმცა მიზეზი უპასუხოდაც ცნობილია.

ბადრი ესებუას საქმის შემდეგ, არაერთხელ ვნახეთ ბანკებში თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში შეჭრილი დამნაშავეები. დაუსჯელობის სინდრომი კრიმინალებზე აშკარად მოქმედებს. ეს გომელაურმაც იცის, მაგრამ მაინც ამტკიცებს,რომ კრიმინალის დონე საგანგაშო არ არის. 

ოპოზიციას გომელაურის სტატისტიკის არ სჯერა. იციან, რომ ძალოვანი უწყებების მთავარი საქმე ახლა კრიმინალთან ბრძოლა კი არა, განსხვავებული აზრის მქონე პირების დევნაა. 

საკვების ფულის გამო ღამით მანქანებს ქურდავენ, რამდენიმე ლარის გამო მოხუცებს აუთოებენ, ხალხი მძევლად აჰყავთ, მაღაზიებიდან პროდუქტებს იპარავენ, ქუჩაში იარაღის მუქარით ოქროს ითხოვენ - ისე როგორც ბნელ 90- იანებში. არადა ახლა საქართველოში 2020 წლის ბოლო დღეებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი