გაიხსნება თუ არა მოლები - ბიზნესმენები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

რა ბედი ელის ათასობით მოქალაქეს და სავაჭრო ბიზნესს ეს 21 დეკემბერს გაირკვევა. საკოორდინაციო საბჭომ უახლოეს  სხდომაზე უნდა  გადაწყვიტოს გაიხსნება თუ არა სავაჭრო მოლები. გაკოტრების ზღვარზე მყოფი ბიზნესი დღეს ლოქდაუნის შემდეგ პირველად შეხვდა ეკონომიკის მინისტრს და საკუთარი გეგმა წარუდგინა. 

ახლა მთავარია ქართული ოცნების ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ არ მოატყუოს სავაჭრო ობიექტები და მათი ათასობით თანამშრომელი. მსგავსი დაპირება  რომ მოლები მომხმარებლების მიღებას შეზღუდვების მიუხედავდ შეძლებდნენ, გიორგი გახარიასგან მიიღეს, თუმცა დაპირებიდან მეორე დღეს, ბიზნესმა ტელევიზიით გაიგო, რომ 28 ნოემბრიდან მათი საქმიანობაც იკრძალებოდა.

სავაჭრო მოლები და მაღაზიათა  ქსელების წარმომადგენლები პირველ რიგში ობიექტების გახსნას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ თუ მათი საქმიანობა არ აღდგება, იანვარში ხელფასების გადახდას ვეღარ შეძლებენ.

სწორედ უეცარი აკრძალვის გამო, რომელიც შავ პარასკევს დაემთხვა სავაჭრო მოლებში საფრთხის შემცველი გარემო შეიქმნა. ამიტომაც ხელისუფლებას სამუშაო დღეების გახანგრძლივებას სთხოვდნენ, რაც მთავრობამ არ გაითვალისწინა. 

ეკონომიკის მინისტრმა საკონსულტაციო შეხვედრაზე ბიზნესის გეგმა მოისმინა  და მათი მზაობა პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. 

დღესვე  ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების შედეგად შემცირებულ კოვიდ  სტატისტიკას მოფრთხილება სჭირდება და აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება.

ახლა ბიზნესი და ათასობით მოქალაქე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას  ელოდება. თუ ხელისუფლება მოლებს არ გახსნის, უმუშევართა რიგებს დაახლოებით 25 000 მოქალაქე  შეემატება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი