სოფელ ღვანკითის სტადიონის ახალი გასახდელი კი ასე გამოიყურება - თუნუქის ფირფიტები 16 კვადრატულ მეტრზე, გასახდელში ხის ერთი ფიცრით ჩამოსაჯდომია მოწყობილი. სოფლის სასაფლაოსთან მოწყობილ სტადიონს პირუტყვი უფრო ხშირად სტუმრობს ვიდრე ადგილობრივი.
თერჯოლის ახლადარჩეული მერი, სოციალურ ქსელის გმირად ერთ დღეში იქცა, მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე კვადრატი თუნუქის ფირფიტებისგან შეფუთული მოედნის გასახდელის საგანგებოდ გახსნა და ფოტომასალის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ატვირთვა გახდა. ადგილობრივები ყვებიან რომ ასეთი რამ არასდროს ახსოვთ.
ქუთაისში ერთერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც ათობით მრავალსართულიანი კორპუსია აშენებული, ქუთაისის მერიამ ტრენაჟორები დაამონტაჟა.
სამ კვადრატულ მეტრზე გაშენებულმა სპორტულმა მოედანმა ქუთაისელები თან გააბრაზა, თან გაამხიარულა
ხაშურში, სოფელ დიდ ხალებში, სადაც მოსახლეობა ქალაქთან დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი გზის დაგებას წლები ითხოვდა, წინასაარჩევნოდ და ისიც მხოლოდ გამგეობის წინ, 100 მეტრიანი ბეტონის საფარი დაუგეს, რაშიც 10 ათასი ლარი დაიხარჯა
ფოთის სტადიონის საშხაპე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფეხბურთელებისთვის მოაწყო, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ტანდაბალი ფეხბურთელებისთვის და ათასობით ლარი დახარჯა.
მუნიციპალიტეტებში საოცნებო ინფრასტრუქტურულ პროექტები ან წინასაარჩევნოდ, ნაჩქარევად, ან ახლა, ოდნავ დაგვიანებით გახსნეს.
გახარჯულ ათასობით ლარზე, მოსახლეობა პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებს.