განმასხვავებელი ნიშნები არ არსებობს - ორად გაყოფილი "გირჩი" ყრილობისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

26 დეკემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი "გირჩი" იარსებებს, ორივეს ლოგო გირჩი იქნება და ორივეს ერთნაირი ღირებულებები და იდეოლოგია ექნება. ცნობილი ქართული ფილმის ორ სრულ სეხნიასთან მსგავსებას გირჩელები საკმაოდ ხალისიანად ხვდებიან. 

ახალი იქნება ის, რომ ახალი ფურცელი გვექნება რეესტრიდან, თორემ სახელიც, ლოგოც, ძველი გვექნება და ახალი წლის შემდეგ დავიწყებთ თავიდან ახალი პარტიის მშენებლობას. რაც შეეხება იმას, ორი "გირჩი" დააბნევს თუ არა ამომრჩეველს, არა მგონია, ასე მოხდეს, რადგან "გირჩის" ამომრჩეველი არის გამორჩეულად გონიერი ამომრჩეველი ამ ქვეყანაში, - ამბობს "გირჩის" დამფუძნებელი და ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ალბათ, პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როცა პარტია ასე უცნაურად იყოფა - იგივე მიზნებს ისახავს, იგივე იდეოლოგია ექნება და იქნება ორი, - ამბობს "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

პირველი არჩევნები, სადაც ორ "გირჩს" მოუწევს წარსდგეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება უკვე 2021 წელს.

რაც შეეხება პარტიის ინვენტარს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, გირჩელების ორივე ნაწილი ამბობს, რომ ასეთი გასაყოფი არაფერი აქვთ, რადგან მათთვის მთავარი ის იდეოლოგიაა, რასაც "გირჩი" ეფუძნებოდა და ეს იდეოლოგიაა მეტი თავისუფლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი