თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში 1 თვის წინ გარდაცვლილი 66 წლის ალა ჩიბისოვას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები ბინაში გვიან ღამემდე მუშაობდნენ; პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა გარდაცვლილის შვილიც - 38 წლის ზურა ბარბაქაძე.
ის ადასტურებს, რომ დედა 15 ნოემბერს გარდაეცვალა, ამ ხნის განმავლობაში კი ცხედარი სახლში ესვენა, რომელსაც დასთან ერთად უვლიდა.
ზურა ბარბაქაძე ამბობს, რომ მიზეზი დასაკრძალი რესურსის არქონაა.
"ბოლო დროს იყო პარალიზებული... გული აწუხებდა, სითხე გროვდებოდა ორგანიზმში... დაბნეული ვიყავი, შიშით ვიყავი. თვითონ არ ეგონა, რომ გარდაიცვლებოდა", - ამბობს გარდაცვლილის შვილი.
ოჯახი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე წლებია, ცხოვრობს, თუმცა მეზობლებთან კომუნიკაცია არ აქვთ, როგორც ამას ადგილობრივები ამბობენ. ერთერთი მეზობლის თქმით, ზურა ბარბაქაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ცნობისთვის, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ცხედარი ბინაში გუშინ მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთერთმა მეზობელმა კორპუსში მძიმე სუნის გამო პოლიცია გამოიძახა.