ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კორონავირუსით 60 წლის ექიმი ინტერვენციონისტი, მამუკა ნემსიწვერიძე, გარდაიცვალა. 

მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა და ინტერვენციული კლინიკის განყოფილებაში მკურნალობდა.  

მამუკა ნემსიწვერიძე ანესთეზიოლოგად ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში რეკორდულად ბევრი - 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი