დღევანდელი, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2055 გახდა. ეს გარდაცვლილთა დღიური რაოდენობის მიხედვით, მორიგი ანტირეკორდია.
გუშინ კი ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 316 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 53 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.