ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცლემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ელჩი, ასევე, შეეხო "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტას და "ნაციონალურ მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოხსნას ეხება. ელჩის შეფასებით, ეს ინიციატივები ხელს არ უწყობს პროცესს და შეშფოთებას იწვევს.
როგორც იცით კვირის დასაწყისი ძირითადად საპარლამენტო მანდატების გაუქმებას შეეხებოდა, რასაც მოჰყვა მმართველი პარტიის მხრიდან ორი კანონპროექტის წარდგენა, ერთი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნისა და მეორე პარტიის დაფინანსების შესახებ, მინდა აღვინშნო, რომ ეს ინიციატივებიც არ უწყობს ხელს პროცესს და გულახდილად რომ გითხრათ შეშფოთებას იწვევს. პირველ კანონპრეოქტს, რომელიც პარტიის, რომელიც პარტიის სიიდან ამოღებას შეეხება ვეხედავ როგორც კანონს, რომელსაც ძალიან აშკარა მიმართულება აქვს წამყავნი ოპოზიციური პარტიების მიმართ. ვფიქრობ, რომ ყოვეთვის კითხვისნიშნები ჩნდება, როცა დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება პარტიებისთვის მომავალში, - თქვა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება მეორე კანონს, ჰარცელმა აღნიშნა, რომ ნახეს წარმოდგენილი არგუმენტები, რომ დაფინანსება შეუწდეთ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შედიან. მისი თქმით, არსებობს ამაში გარკვეული ლოგიკა და შესაძლოა იყოს კამათი, რომ პარტიები, რომლებიც ფინანსდებიან უნდა შევიდნენ პარლამენტში, თუმცა მისი თქმით, საჭიროა უფრო ფართო არგუმენტაციის წარგდენა.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა სენატრომა ჯიმ რიშმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: