ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხს ავრცელებს.
საქმე ეხება "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე პრეზიდენტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს.
ქარტიის პასუხში ვკითხულობთ, რომ "სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს"; შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ნიკა გვარამიას სტატუსს.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას", - ვკითხულობთ ამავე განცხადებაში.