აშშ თვალს არ დახუჭავს საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმებაზე - ოპოზიცია რიშის კომენტარზე

გამოქვეყნდა:

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ჯიმ რიშის, განცხადებას ოპოზიციაში ნათელ და მკაფიო გზავნილს უწოდებენ და ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი სენატორის რჩევას არ გაითვალისწინებს ისინი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან უფრო მკაცრ გაფრთხილებებს მიიღებენ.

"ვაშინგტონი არ აპირებს თვალი დახუჭოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის გაუქმებაზე, რეაგირება ყოველგვარ მცდელობაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ეს ერთპატიული რეჟიმი, რომელიც ჩვენ მივიღეთ 31 ოქტომბერს, გაფორმდეს საბოლოოდ კვაზი დიქტატურად, იმ თვალსაზრისით, რომ აეკრძალოს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა, შეეზღუდოს დაფინანსება, ამაზე ყველაფერზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან", - ამბობს, ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში "ენმ"-სთვის რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას დღეს გამოეხმაურა. მისი თქმით მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.

აქვე გეტყვით, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი