ხელისუფლებას ჯერ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, შესაძლებელია თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე თან მინისტრის პოზიციას იკავებდეს და თან ჰააგაში მოსამართელ იყოს. ჰააგის სასაამრთლომ ის სისხლის სამართლის მოსამართელდ გუშინ უკვე აირჩია, პრემიერმინისტრობის კანდიდატსაც პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე წარდგენილი აქვს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგაში არჩევას დილიდან ულოცავენ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პრემიერი. ერთადერთი, ვინც დღეს მედიასთან გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრი იყო, თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ მისი მხრიდან ამის შეფასება სწორი არ იქნებოდა.
"ჩემგან ეს შეფასება არასწორი იქნება, ბატონი გოჩას მიმართულებით", - თქვა ტიკარაძემ.
ოპოზიციის შეფასებით კი ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ხეისუფლების სხვადასხვა რგოლს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვს და გახარიამ ლორთქიფანიძე მინისტრად ისე წარადგინა, რომ შესაძლოა კონკურსის შესახებ არც იცოდა.
"როდესაც ვხედავთ მსგავს არეულ უთავბოლო გადაწყვეტილებებს, რაც, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია, ასევე, როგორც ინფორმაცია გამოდის ქართული ოცნების კლანებს შორის შიდა დაპირისპირებაზე, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს შეგრძნება, თუ როგორ უნდა მოიქცეს", - ამბობს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
მოუწევს თუ არა მმართველ გუნდს მინისტრთა კაბინეტში მისი ჩანაცვლება, ჯერ უცნობია.