COVID 19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, ყველაზე დიდი – 82 წლის პაციენტია, ყველაზე პატარა კი – 2 წლისა

გამოქვეყნდა:

მთავრობა ამ ეტაპზე დამათებითი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია დაიცვან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დისტანცია მოქალაქეებმა მეგობრებთან მიმართებაშიც უნდა დაიცვან.

სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, ქვეყენაში „კოვიდ 19“–ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელი, ყველაზე დიდი – 82 წლის, ყველაზე პატარა პაციენტი კი, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, 2 წლისაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევა დადასტურდა. განკურნებულია 10 ადამიანი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი