თბილისის მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 19 დეკემბრიდან თბილისში საახლწლო განათებები კომენდანტის საათის დროსაც ჩართული იქნება და აღარ გაითიშება. მერის თქმით, ამ საკითხზე უამრავი მოქალაქის თხოვნა მიიღო როგორ პირად Facebook გვერდზე, ისე მერიის სახელზე,
"ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს თითოეული თბილისელის სურვილის, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული, შესაბამისად დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენ თვალებში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაგვაბნელებს", - თქვა კახი კალაძემ.
შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვის შესახებ სპეციალურმა სამსახურმა განცხადება გუშინ, 18 დეკემბერს განაცხადა. მანამდე კი მერმა საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ქალაქში ნაძვის ხის გარდა სხვა განათებებს გამორთავდნენ.