საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის და სასულიერო პირების ნაწილს აკრიტიკებს – შეფასებები განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქო კვლავ უარს ამბობს ზიარების წესის ცვლილებაზე. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზიარებაზე ერთი ბარძიმიდან მიღებაზე ვინც უარს ამბობს, ის მაცხოვარსაც უარყოფს.

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!" - ნათქვამია წერილში.

საპატრიარქო აკრიტიკებს იმ მოძღვრებსაც, რომლებიც ტაძრებში ხალხის რაოდენობასა და ზიარების წესში პრობლემას ხედავენ.

უმაღლესი სასულიერო იერარქების მტკიცებით, ეკლესია მკაცრად იცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და ტაძარში უფრო ნაკლები ხალხი იკრიბება, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპროტში.

გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს," -  ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა სასულიერო პირების. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებმა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

სასულიერო პირები თუ მაღალი იერარქები, მე პირადად მიმაჩნია, როდესაც საღვთო ლიტურგიას ასრულებენ, იგივე პატრიარქის სახით, ნაკლებად არის სათნო ღვთისადმი, რამეთუ სანამ მსხვერპლის შეწირვას მოინდომებ, გაიხსენე, შენი ძმა ხომ არ არის შენზე გაბრაზებული ან გული ხომ არ ატკინე. უმჯობესია ჩვენ გავაფრთხილოთ ამ განცხადების ავტორები, რომ გონს მოეგონ და ბევრად უფრო გულისხმოერები იყვნენ მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ გაიმეორებენ, როგორიც იყო ღვთისმშობლის წილხვდომილობით გადარჩენ ა თუ ვირუსისგან დაცვა, ისეთი როგორიც იყო ხილვით, რომლის მიხედვითაც რეცეპტი მოგვეცა, რომ აზელილი ტალახით მორჩებოდნენ, თუ დავამარცხებდით ამ ვირუსს. ჯერ ამ განცხადებებზე აგონ პასუხი ამის ავტორებმა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი