ივანიშვილი "ჩალიჩობს", ჰააგის სასამართლომ ქართველი ჯარისკაცები გაამტყუნოს - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი დებატები" ამბობს, რომ მთავარ მოვლენად მიიჩნევს იმას, რომ ოპოზიცის ძირითადმა მოთამაშეებმა, მათ შორის გრიგოლ ვაშაძემაც, ერთობლივად თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებზე.

“ივანიშვილი უახლოეს კვირეებში ჩალიჩობს, რუსებთან ერთად, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის  სამართლის სასამართლომ გაამტყუნოს ქართველი სამხედროები 2008 წლის ომში, იქ გაურევენ ვიღაცებს, ეთნიკურ ოსებსაც, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. იმედია, ვერ მიაღწევენ ამას, მაგრამ ყველა ნაბიჯს დგამენ აქეთკენ. საქართველო, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან არის უზარმაზარი შეტევის ქვეშ და ამ მოცემულობაში, ჩემთვის მეათეხარისხოვანია, ვის რა ტიტული აქვს”, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი "მთავარ დებატებში".

შეგახსენებთ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე, ბარიერგადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''.

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი