
სოლიდარობით სავსე ქალაქში, სოლიდარობაც შერჩევითია, პარტიული და ისევე როგორც ყველგან, სადაც
"ქართული ოცნებაა", ორმაგი სტანდარტით. თბილისი სოლიდარობის ქალაქიაო - გამოგვიცხადეს და თავისუფლების მოედანზე, დიდი ასოებით და ორ ენაზე, ქალაქის ახალი სლოგანი გამოფინეს. სლოგანი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქის მთავარი მოედნიდან ზუსტად 500 მეტრში, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ არ იციან.
რეალურად ივანიშვილის კლანის გავლენიანმა ლიდერმა საჯაროდ გვაჩვენა და გვითხრა, რომ ქართული ოცნებისთვის ადამიანბების შანტაჟი და დევნა - ნორმაა. და რომ ოცნების უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას ნიკა გვარამიას ოჯახზე ამართლებს.
ნუ აგერევათ ორი რამე ერთმანეთშიო - დაგვარიგა წულუკიანმა და დაავიწყდა, რომ წინადღეს მას განათლებაც, კულტურაც და ადამიანობაც ერთმანეთში აერია. და საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, რომ ფსკერიდან ბომჟობამდე მართლაც ერთი ნაბიჯია.
"რას ამბობთ, ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ, რას შვებიან? უთვალთალებენ - მზეთუნახავი ყავს სახლში და უთვალთვალებენ თუ რატომ არის გაღიზიანებული?" - თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალზე.
ის რაც გვახსოვს ჩვენ, კარგად ახსოვს თინა ხიდაშელსაც: "არასოდეს არ ყოფილა ყოფილი იუსტიციის მინსიტრი სოლიდარული ქალების მიმართ. არც პოლიტ ცხოვრებაში და არც საჯარო ცხოვრებაში რაიმე თვალსაზრისით".
ხიდაშელი იმასაც გვიყვება, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, წესით, იურისტს, როცა უკანონო თვალთვალზე ისმენს ინფორმაციას.
პირველი რეაქცია უნდა გქონდეს ადმიანს, იურისტს, პოლიტიკაში მყოფ როდესაც მსგავს რამეს გაიგებ უკანონო თვალთვალზე და არა იმაზე ვის უთვალთვალებენ. და არა იმაზე, როგორ გამოიყურება ან ვისი ცოლია. და როდესაც ეს არ არის მერე გახსენდება ის ყველაფერი რაც მანამდე ყოფილა ამ სიტყვების ავტორტან დაკავშირებით, -ამბობს თინა ხიდაშელი.
გასულ წელს თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქის ლოზუნგით შეხვდა, წელს დედაქალაქის მერმა სლოგანი თამამად შეცვალა და შარშან სიცოცხლის ქალაქი წელს უკვე სოლიდარობის ქალაქად გამოაცხადა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ და ვნახოთ მოგვევლინება თუ არა თბილისი მომდევნო წელს, წულუკიანის სახელობის სიძულვილის და ბოღმის ქალაქად.