დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 2 868-ით მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 180 441 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დამატებით 1 731 ადამიანი ინფიცირდა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მას 2 868-ით აღემატება.

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 208 638 
  • გამოჯანმრთელებულია - 180 441 
  • გარდაცვლილია - 2 094 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 481
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 913
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 76 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 53 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი