საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირის საბჭომ სადამკვირვებლო მისია 2022 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა. ევროკავშირი მისიის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 44.8 მილიონ ევროს გამოყოფს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი