მერიის 4-დღიანი ვადა ამოწურულია - 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლს დღეს დაანგრევენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიისგან გაცემული დემონტაჟის 4-დღიანი ვადა ამოიწურა - 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლს დღეს დაანგრევენ. 

"ბინა არ გვაქვს და სწორედ ამიტომ ავიშენეთ ეს სახლი. 28 წელია მპირდებიან ბინას", - ამბობს გიგის დედა.

სახლთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები - ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე PHR-მა სასამართლოს 18 დეკემბერს, მიმართა

გუშინ კი, 19 დეკემბერს, სასამართლომ სახლის ნგრევის შეჩერების განაცხადი არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი