სასამართლო 8 წლის გიგის სახლის ნგრევას არ შეაჩერებს - უარი მესამე სექტორს

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლომ 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერების განაცხადი არ დააკმაყოფილა.

"სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე. სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს", - წერს უფლებაამცველი.

მისი თქმით, სახლის დემონტაჟი ხვალ დაიწყება. 

"ხვალ ვიქნებით დილიდან გიგისთან, რომ მისი სახლი არ დაანგრიონ. იქ სხვა ბავშვიანი ქალებიც გველიან რომ დავეხმაროთ სახლის გადარჩენაში. ყველას დავეხმარებით სამართლებრივი გზით, როგორც შეგვიძლია", - წერს ანა არგანაშვილი.

ცნობისთვის, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დემონტაჟის შეჩერებაზე PHR-მა სასამართლოს გუშინ, 18 დეკემბერს, მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს,  მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალირომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი