
ენმ-ის სათაო ოფისში, უკვე ორი საათია პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს და ის კიდევ ერთ საათს გაგრძელდება.
განსახილველი საკითხების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ენმ-ის ახალი თავმჯდომარის არჩევის, ყრილობის ჩატარებისა და ასევე, ხელისუფლეასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის შესახებ იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ ენმ-ის თავმჯდოპმარის თანამდებობაზე ორი - ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები განიხილება. უკვე ცნობილია, რომ ახალ თავმჯდომარეს ენმ-ის ყრილობა აირჩევს. მისი ჩატარების თარიღი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, სავარაუიდოდ, 20121 წლის პირველ თვეებში ჩატარდება.
ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ გადადგომისა და პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, ვაშაძემ, რომელიც პარტიის სათავეში 2016 წლიდანაა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.
გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ენმ-ის დამფუძნებელმა და ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, მოულოდნელი არ იყო, რომ გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკისგან დაიღალა და რომ "ბრძოლის წინახაზზე ყოფნას ყველას ვერ მოსთხოვ, მიუხედავად დამსახურებებისა".
ავტორი: საბა ბუაძე