გორის მერიის თანამშრომლების კორუფციულ სქემაში ჩართვის შესახებ შიდა ქართლის მოსახლეობა საუბრობს. გორის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ წყლის გადასახადი არაადეკვატურად კოლოსალურია, ამავე დროს კი, ამ გადასახადს ხელზე უხდიან მერიის თანამშრომლებს, რომლებიც კარდაკარ თავად დადიან და გადასახადს კრეფენ.
ერთერთი ასეთი სოფელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელია. იქ ამბობენ, რომ წყლის გადასახადი 30 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის.
ერთი თვის განმავლობაში 180 ლარი მაქვს გადასახდელი, არაადეკვატურია, აბა რა არის... დავით ცერცვაძეს გადავუხადე, სოფლის გამგებელს, - ამბობს ახალსოფლის მცხოვრები.
ახალსოფელში მიიჩნევენ, რომ მათ მიერ გადახდილი თანხით ჩინოვნიკები მდიდრდებიან.
გამგებელი დავით ცერცვაძე კი აცხადებს, რომ საუბარია არა წყლის გადასახადზე, არამედ ჭაბურღილზე, რომელიც ორ სოფელს ამარაგებს. მისივე თქმით, "გამგებელი არსადაც არ დადის".
ჭაბურღილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, თვეში 650 ლარის ელ.ენერგიას მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე, საშუალოდ, 3,50 ლარი მოდის, სინამდვილეში კი გადასახადი ათჯერ და 50-ჯერ მეტიც კია.