ნიკა მელია, თუ ლევან ვარშალომიძე - ენმ-ს თავმჯდომარეს ელექტრონულად აირჩევენ

გამოქვეყნდა:

თვის ბოლოს გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას. მთავრი ოპოზიციური ძალა დღეს პოლიტსაბჭოზე შეიკრიბა და თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დაასახელა. 

მელიასა და ვარშალომიძის კანდიდატურები ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყრილობის დელეგატები საკუთარ არჩევანს ელექტრონულად გამოავლენენ. 

ჩვენ ძალიან მობილიზებული ვართ რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას არჩეული ახალი თავმჯდომარე და ახალი წლის შემდგ, ახალ თავმჯდომარესთან ერთად, გადავიდეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში" - ამბობს პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი

იგი უნდა გაუძღვეს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყველა დონის ჩვენს ლიდერთან ერთად იმ ბრძოლას, რაც გველის წინ ამ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ" - ამბობს პარტიის წევრი, გია ბარამიძე


შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი