უსისხლო გენოციდი - ახალგორი ქართველებისგან იცლება 

გამოქვეყნდა:

ძირძველი მოსახლეობისგან დაცლისა და  გაუკაცრიელების საფრთხე ახალგორში სექტემბერიდან გამძაფრდა, როცა მარიონეტულმა მთავრობამ ახალგორის "საზღვრები" ჩაკეტა და მოსახლეობას თბილისისკენ, თუ ქვეყნის სხვა რეგიონებისკენ გადაადგილება აუკრძალა. 

ახალგორში შექმნილ უმძიმეს სოციალურ თუ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ღიად საუბარს წილკანსა თუ წეროვანში ჩასახლებული დევნილების დიდი ნაწილი სხვადასხვა მოსაზრების გამო ერიდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სრულ იზოლაციაში დარჩენილ ახლობლებზე  წუხილი, გაჩუმების საშუალებას არ აძლევს. 

ერთადერთი რესურსი, სადაც კონფლიქტში მყოფ მხარეებს ერთ მაგიდასთან დასხდომის და მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატია.

ბოლო შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ, როგორც თავად აღნიშნეს "მწვავედ" დასვა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვისა და მოძრაობის შეზღუდვის საკითხი, თუმცა ფაქტია, რომ ამ "სიმწვავემ"  დეფაქტო მთავრობას კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც კი, არაფერი აუწვა. 

ოკუპანტის არგაღიზიანების გარდა, რაიმე სხვა ქმედითი პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ იქნებოდა მიმართული, საქართველოს მოქმედ მთავრობას არ გააჩნია.

ახალგორი იცლება. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რეგიონის სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილება 50 ადამიანმა უკვე მიიღო. იმავე შინაარსის კიდევ 16 მოქალაქის განაცხადი განხივის პროცესშია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი