კლინიკა, სადაც ექიმს COVID 19 დაუდგინდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს – განმარტებებს „მედკაპიტალის“ დირექტორი აკეთებს

გამოქვეყნდა:

კლინიკა, სადაც ექიმს COVID 19 დაუდგინდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ დრომდე „მედკაპიტალის“ არცერთ თანამშრომელს სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებია.

ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორი დღის განმავლობაში სამსახურში დადიოდა და პაციენტებს იღებდა. მას 136 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება.

კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ექიმს რამდენჯერმე მიუთითეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო.

ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ გასულიყო თვითიზოლაციაში, სამშაბათს გამოცხადა სამსახურში, კიდევ ვთხოვეთ, რომ გასულიყო თვითიზოლაციაში და მას შემდეგ არ მოსულა. ცალსახა რეკომენდაცია მივიღეთ, რომ ვისაც მასთან ჰქონდა შეხება 9 რიცხვში, არ მოითხოვს არც ტესტირებას და არც თვითიზოლაციას“, – განაცხადა ზაზა ჯაფარიძემ.

ექიმი კი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი