კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება რემდესივირის პრეპარატის გამოყენება - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

რემდესივირი უკვე საქართველოშია და ხვალიდან მას ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზეც გამოიყენებენ.

სახელმწიფომ 4000 ცალი ფლაკონის შესაძენად 104 ათასი დოლარი გადაიხადა, თუმცა არის ეს მკურნალობა, თუ ექსპერიმენტი, ამაზე სხვადსხვა პასუხები აქვთ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, რომელიც აქტიურად ლობირებს ამ პრეპარატს და ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ამბობს რომ კვლევა ქვეყანაში ჩატარდება: 

საჭიროების შემთხვევაში კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება რემდესივირის პრეპარატის გამოყენება - ამბობს ტიკარაძე. კითხვაზე, რატომ გადაიხადა ქვეყანამ 104 ათასი დოლარი მაშინ, როცა კლინიკური კვლევა უფასო უნდა იყოს, მინისტრი გვპასუხობს: "კლინიკური კვლევის პრეპარატიც არის ფასიანი".

თენგიზ ცერცვაძე კი რომელმაც თავადაც გადაიტანა კორონავირუსი და როგორც ამტკიცებს, მის დამარცხებაში, სწორედ რემდესივირი დაეხმარა, მინისტრისგან განსხვებით ამბობს, რომ ეს კვლევა უკვე ჩატარდა:

ჯანმო-ს მიერ ჩატარებულმა კლევამ "სოლიდარითი", რომელშიც ჩვენც ვმონაწილობდით, არ აჩვენა საკმარისი ეფექტი, რის გამოც ჯანმომ შეწყვიტა ეს კვლევა" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

იმავე დღეს, სხვა ინტერვიუში ცერცვაძე ამბობს, რომ მართალია რემდესივირის საცდელი პარტია მისი დაჟინებული მოთხოვნით შემოიტანეს, თუმცა ის რაიმე დიდი კლინიკური კვლევის ჩატარებას არ აპირებს.

მკურნალობა თუ ექსპერიმენტი? - რეპორტაჟი ვრცლად

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი