გიორგი მერაბაშვილს, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
მერაბაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელყუმბარა არ ჰქონია და პოლიციასაც ჩხრეკის დროს არაფერი ამოუღია.
ბრალის წარდგენამდე გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, ამის შემდეგ კი მერებაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.
30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, თბილისში, ბერთუბანში, მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარით საკუთარ სახლში თავის აფეთქებით იმუქრებოდა.