ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს საათზე მეტია, უსმენენ

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში გიორგი გახარიას წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებ, ოპოზიციის გარეშე უსმენენ.

"ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ოპოზიციის ყოფნას პარლამენტში ისურვებდნენ.

"მიუხედავად პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, მათი კრიტიკა, მათი წინადადებები, მათი მოსაზრებები ხშირად სხვა კუთხით ახედებდა საკითხებს, როგორც ტრიბუნალზე მდგომს, ისე თითოეულ ჩვენგანს - უმრავლესობის წევრს. ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია იყოს და მონაწილეობდეს ნებისმიერ საპარლამენტო განხილვაში" ,– ამბობს "ოცნების" წარმომადგენელი, ირაკლი კოვზანაძე.

საპარლამენტო კომიტეტებში დღეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს უკვე საათზე მეტია, უსმენენ.  უცნობია რა კითხვებს დაუსვამენ "ოცნების" დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს.

წარდგენილი კანდიდატები მინისტრებად საკანონმდებლო ორგანომ კვირის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი